Sunday, January 27, 2019

როგორ დავიცვათ თავი წითელას ვირუსისგან - თემურ მიქელაძის რჩევები

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე და­ფიქ­სირ­და წი­თე­ლას ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ აფეთ­ქე­ბად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს წი­თე­ლას და რო­გორ უნდა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან, ამის შე­სა­ხებ „რე­ი­ტინგს“ პე­დი­ატ­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე ესა­უბ­რა.
- ბა­ტო­ნო თე­მურ, ბოლო დროს წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან გახ­შირ­და, ეს სე­ზო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა თუ რითი არის გა­მოწ­ვე­უ­ლი?
- წი­თე­ლას სე­ზო­ნი ფაქ­ტი­უ­რად არ არ­სე­ბობს, რად­გან სულ არის წი­თე­ლას სე­ზო­ნი, თუმ­ცა, უფრო ხში­რად ვი­თარ­დე­ბა ზამ­თრის ან გა­ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში.
ამ დროს ადა­მი­ა­ნებს უფრო ხში­რი კონ­ტაქ­ტი აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უწევთ ყოფ­ნა და ამი­ტო­მაც ფიქ­სირ­დე­ბა დიდი შემ­თხვე­ვე­ბი. თუ პა­ცი­ენტს წი­თე­ლა არ აქვს გა­და­ტა­ნი­ლი ან არ არის აც­რი­ლი, შე­საძ­ლოა, ასი ადა­მი­ა­ნი­დან ასი­ვეს შე­ე­ყა­როს ეს, რად­გან მა­ღა­ლი კონ­ტაქ­ტუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, გახ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ექ­ტის ჩა­ვარ­დნაა. 1 იან­ვრი­დან დღემ­დე ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და ეს არის ფაქ­ტი­უ­რად წი­თე­ლას აფეთ­ქე­ბა.და­ა­ვა­დე­ბულ­თა 60% ძი­რი­თა­დად 20-60 წლამ­დე ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან.
- ვინ არის წი­თე­ლას რისკ-ჯგუფ­ში?
- რისკ-ჯგუფ­ში შე­დის ყვე­ლა, ვი­საც არ აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. ასეთ ადა­მი­ანს წა­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტის დრო­საც გა­და­ე­დე­ბა წი­თე­ლა პა­ცი­ენ­ტის­გან
ambebi.ge

No comments:

Post a Comment