Tuesday, January 22, 2019

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველო ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი აღინიშნება.
ზურაბიშვილმა ჰანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ბრიუსელში ვიზიტს ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან. ზურაბიშვილი საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment