Wednesday, January 30, 2019

წელს საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად

იმისთვის რომ ზურგის ტვინის დაავადება განკურნებადი გახდეს, საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად. მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქველმოქმედო გარბენი 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ იმართება, რომელსაც მესამე წელია საქართველოს მთავრობა სრულად აფინანსებს. 
სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვია მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი კოლინ ჯექსონი (სპრინტის მორბენალი, 110 მეტრზე თარჯმორბენალი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული). 
მსოფლიო რბენისას შეგროვებული თანხით რამდენიმე ადამიანს დახმარება უკვე გაეწია. 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც, სამმა პაციენტმა შეძლო ხელებისა და საყრდენის გარეშე გავლა. 
ნებისმნოერ მსურვენლ მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ რეგისტრაციის გავლა 2 მაისამდე შეუძლია, მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს. 
2018 წლის დეკემბერში ჟურნალში „Nature and Neuroscience” გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შვეიცარიელი მეცნიერები გრეგორი კორტინი (EPFL და CHUV/Unil) და ჟაკლინ ბლოხი (CHUV/Unil). კვლევაში სამი პაციენტი მონაწილეობდა და სამივე მათგანმა შეძლო ხელებისა და საყრდენის გარეშე გავლა. კვლევის პირველ ეტაპზე პაციენტებს ზურგის ტვინში უკაბელო იმპლანტი ჩაუდგეს, რომელიც ელექტრო სტიმულაციით უკავშირდებოდა პარალიზებულ ფეხის კუნთებს. ელექტრო სტიმულაციის კონტროლისთვის მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც მფლობელის ხმაზე რეაგირებს და საჭიროების შემთხვევაში რთავს და თიშავს სტიმულატორს. კვლევიდან რამდენიმე კვირაში პაციენტებმა „ავტონომია“ მოიპოვეს ფეხის კუნთებზე. 5 თვიანი მუდმივი ვარჯიშის შედეგად კი მათ საყრდენის ან ხელის დაუხმარებლად გავლა შეძლეს.  კვლევის შემდეგი ეტაპი ელექტრო სტიმულატორის დაზიანების ადრეულ პერიოდში გამოყენებაა, როცა უფრო მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი.
2019 წლის მსოფლიო რბენისთვის მონაწილეების რეგისტრაცია  30 იანვარს დაიწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.comსაქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ
imedinews.ge

No comments:

Post a Comment