Sunday, January 27, 2019

ხურვალეთში ახალი მავთულხლართები გაჩნდა

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ახალი მავთულხლართები გაჩნდა. ამჯერად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ქუჯოშვილების ბაღს შეეხო. აქ ოკუპანტები მავთულხლართებს დილიდან ავლებდნენ, თუმცა პოლიციისა და მედიის გამოჩენის შემდეგ შეწყვიტეს და დაიმალნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქუჯოშვილების მეზობლად ქიტუაშვილების ბაღია, რომელთანაც გარკვეულ მონაკვეთზე მავთულხლართები რამდენიმე წლის წინ გააბეს, თუმცა მეპატრონე შიშობს, რომ თუ იმ ზოლს გაუყვებიან, მისი ბაღის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.

კამერასთან საუბარს ადგილობრივები ერიდებიან, რადგან ამბობენ, რომ ეწ გამყოფ ზოლთან სიახლოვის გამო, მათი უსაფრთხოება დაცული არაა და ეშინიათ. პირად საუბარში კი ყვებიან, რომ ოკუპანტებმა სამუშაოები გამთენიისას დაიწყეს.
ამ პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ისინი ვარაუდობენ, რომ მავთულხლართების გაბმას რუსი სამხედროები ისევ გააგრძელებენ, რადგან ე.წ. მესაზღვრეების მანქანა ოკუპირებულ ძუკაანთკარში ამ დრომდე დგას. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment