Saturday, January 26, 2019

Amazon-მა რობოტი Scout-ი წარადგინა

Amazon-მა უპილოტო რობოტი Scout-ი წარადგინა, რომლის მიზანიც მომხმარებელთან შეკვეთის მიტანაა. ამის შესახებ CNBC წერს
მოწყობილობა პატარა მაცივრით არის აღჭურვილი. „სკაუტი“ საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილდება. 
„რობოტი წინასწარი მითითებულ მარშრუტს მიჰყვება. გართულებების თავიდან ასარიდებლად თავდაპირველად Scout-ის გადაადგილებას კომპანიის თანამშრომელი დააკვირდება“, - ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში
სფეროს სპეციალისტების განმარტებით, უახლესი გამოგონება Amazon-ის ლოჯისტიკის ზრდაზე მიუთითებს. 
პირველ ეტაპზე ონლაინ სავაჭრო პლატფორმამ სიეტლში ექვსი „სკაუტი“ უკვე გაუშვა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment