Wednesday, January 23, 2019

ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ხვალ შეუწყდება

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება ხვალ შეუწყდება. რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ეს ერთი საკითხი განიხილება.
ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდა. დეპუტატმა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა და დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტა მოითხოვა. განცხადებაში მას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
რიგგარეშე სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
„ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამს. 
"ომეგა" აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასტურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ფარული ჩანაწერების სერიის გამოქვეყნება დაიწყო, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს აფასებდა სახელმწიფოს მიმართ 50 მილიონი ლარის ოდენობით ვალის თავიდან აცილების მცდელობად
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment