Thursday, January 24, 2019

კონფერენციაზე რეგისტრაცია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გიწვევთ
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
მონაწილეობის მისაღებად
საქართველო, თბილისი, 25 მაისი, 2019 წელი
სექციები:
კონფერენციის ფარგლებში პარალელურად იმუშავებს მომავალ სტუდენტთა სექცია. მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ნაშრომები წარადგინონ ფართო საზოგადოების წინაშე.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

  • მომავალ სტუდენტთა სექცია
სამუშაო ენები:
  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული
მოთხოვნები:
  1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
  2. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
  3. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
  4. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
  5. თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
  • თეზისების სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 700 და არაუმეტეს 1000 სიმბოლოსა;
  • შრიფტი ქართული, რუსული და ინგლისური ვერსიისთვის - Sylfaen;
  • ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12;
  • ინტერვალი - 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
მნიშვნელოვანი თარიღები:
12 აპრილი, 2019
კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
30 აპრილი, 2019
აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
17 მაისი, 2019
სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
25 მაისი, 2019
კონფერენციის გახსნა.
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
  1. კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს დაურიგდება სერტიფიკატი; აგრეთვე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები;
  2. მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
  3. უცხოეთიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული სტუდენტების დაბინავებას კსუ უზრუნველყოფს;
  4. სრული ნაშრომი გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე conference@ciu.edu.ge

საორგანიზაციო კომიტეტი
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
მირანდა აბრამიშვილი - თსუ-ს კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ციცინო ბუკია - სოციალური მეცნიერებების დოქტორი; კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; კსუ-ს მულტიმედია ცენტრის რედაქტორი;
თინათინ გაბუნია - მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო ვიზუალური მიმართულების პედაგოგი.
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
ანა გოგილაშვილი - თსუ-ს ლიტერატურის ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, კსუ-ს სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი;
ვლადიმერ მაჭარაშვილი - სამართლის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
ხათუნა ბურკაძე - სამართლის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი.
თამთა წირქვაძე -კსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი;
თეა ლაზარაშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
მამუკა თორია - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ლალი მიქელაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ვახტანგ სვანაძე - ეკონომიკის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
სალომე ჩიტიშვილი - განათლების მეცნიერებების მაგისტრი, კსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი
ოლგა დოროხინა - კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილე;
ლია ზამბახიძე - კსუ-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი;
ქეთევან კალანდაძე - მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი.
ვალერი კვანტალიანი - კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი;
ფატიმა მამედოვი - კსუ-ს სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტი;
ბექა მანაგაძე - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი;
ნანა პარინოსი - თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, კსუ-ს მოწვეული პროფესორი, კსუ-ს აშშ-სა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კსუ-ს რექტორის თანაშემწე.
მარინა უგულავა - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი;
შენგელი კიკალაშვილი - კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი;
ანუკი წივწივაძე - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს კანცლერი;
ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს რექტორის მოადგილე;
მედეა წივწივაძე - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
მაია ხელაია - კსუ-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი;
თამარ ვახტანგაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
ლუკა რაზმაძე - კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი.

სამეცნიერო საბჭო
სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
მარინა გედევანიშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი; კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;
კახაბერ კორძაია - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს რექტორი;
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ვლადიმერ მაჭარაშვილი - სამართლის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
ირმა მახარაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ლალი მეკოკიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
გია მეფარიშვილი - სამართლის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი;
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
იაკობ ოფირი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ქართულ-ებრაული კონგრესის გენერალური მენეჯერი;
მარჟენა ჟაკოვსკა - ვარშავის ომის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
მინდია უგრეხელიძე - სამართლის დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ვახტანგ სვანაძე - ეკონომიკის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
შორენა ქურდაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასისტენტ პროფესორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი;
ირინა ღვინერია - კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ზაზა ცოტნიაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი;

გადადით ბმულზე  - კონფერენციაზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@ciu.edu.ge
ciu.edu.ge

No comments:

Post a Comment