Tuesday, January 22, 2019

რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები და ტრაგედიები 2019 წლის დადგომისთანავე - "სირთულეები ჯერ არ დამთავრებულა

ას­ტრო­ლოგ მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის თქმით, დე­და­მი­წა ახლა ნე­გა­ტი­ურ ენერ­გო­ველ­შია და სწო­რედ ამი­ტომ გახ­შირ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და ემო­ცი­უ­რი დღეა, რად­გან 21 იან­ვარს, ერ­თად მოხ­და სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა. რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს დე­და­მი­წა­ზე და ზო­დი­ა­ქოს რო­მელ ნიშ­ნებს სჭირ­დე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა, ამის თა­ო­ბა­ზე მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი "რე­ი­ტინგს" ესა­უბ­რა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


- დღეს 9 სა­ათ­სა და 14 წუთ­ზე იყო პიკი, რო­დე­საც მოხ­და სავ­სემ­თავ­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ერ­თად. ეს არის სამ­მა­გი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ყვე­ლა­ზე. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას წინ, ყო­ველ­თვის უძღვის მზის დაბ­ნე­ლე­ბა. მზის დაბ­ნე­ლე­ბა ჩვენ გვქონ­და 6 იან­ვარს და შე­სა­ბა­მი­სად, კოს­მი­უ­რი დაბ­ნე­ლე­ბე­ბის რთუ­ლი დე­რე­ფა­ნი გა­ვი­ა­რეთ, თუმ­ცა სირ­თუ­ლე­ე­ბი ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დროს, დე­და­მი­წა ხვდე­ბა მზეს და მთვა­რეს შო­რის, მათი ან­ტა­გო­ნიზ­მი კი დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ან­ზე. იწ­ვევს და­ძა­ბუ­ლო­ბას, ტრავ­მებს, კონ­ფლიქ­ტებს, ეკო­ნო­მი­ურ ავა­რი­ებს და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყოს ამ დროს და ვერ ახ­სნას, რა არის ამის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი?
- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა სა­ჭი­როა დღეს და ხვალ, მაქ­სი­მუმ 25 იან­ვრამ­დე გა­ტანს ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი. თუმ­ცა მძი­მე პე­რი­ო­დი ამით არ სრულ­დე­ბა და 5 თვე გაგ­რძელ­დე­ბა რთუ­ლი პე­რი­ო­დი. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ნუ მი­ი­ღებთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და იოც­ნე­ბეთ, მხო­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლეთ
ambebi.ge

No comments:

Post a Comment