Friday, January 25, 2019

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიკარგა

ბრაზილიაში კორპორაცია Vale-ს კაშხლის გარღვევის შემდეგ 200-მდე ადამიანი დაიკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Globo იუწყება. 
შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მინას-ჟერაისის შტატში მოხდა. ცნობილია 4 დაშავებულის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. 
ტალახიანი წყლის ნაკადის გამო კომპანიის ადმინისტრციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment