Wednesday, January 23, 2019

ქუჩაში მოძრავი გაუმართავი ავტომობილები, ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად დაჯარიმდებიან და ქულებიც დააკლდებათ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

მისივე თქმით, ინსპექტირება ერთჯერადია და ის ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, მძღოლებისთვის საკუთარი ავტომობილის მონიტორინგი მუდმივად უცილებელია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუ გზაზე გამოვლინდა ისეთი ავტომობილი, რომელსაც გარკვეული აშკარა დაზიანებები შეენიშნება, პატრულის ეკიპაჟს შეუძლია გააჩეროს და გაუმართაობის გამო დააჯარიმოს, მიუხედავად იმისა, ტექნიკური ინსპექტირება დადებითად აქვთ თუ არა გავლილი. ინსპექტირება ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების გავლის შემდეგ დაზიანდეს და ისე გადაადგილდებოდეს გზაზე. მაგალითად, მაშუქი ფარი არ უნთებდეს; საქარე მინა ჰქონდეს გაბზარული, გამონაბოლქვი იყოს შესამჩნევი და ა.შ. აქედან გამომდნარე, საპატრულო ეკიპაჟს შეუძლია ასეთი ავტომობილი დააჯარიმოს და ქულებიც დააკლოს,“-აღნიშნა იორდანიშვილმა.
ამასთან, მან დაჯარიმების მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა თუ როგორ ხდება ჭკვიანი კამერების მიერ ინსპექტირება გაუვლელი ავტომობილის გამოვლენა/დაჯარიმება.
„პატრულის ეკიპაჟის გარდა, ჭკვიანი კამერების მიერაც ხდება ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილების დაჯარიმება. არსებობს ელექტრონული ბაზა, სადაც არის მონაცემები ავტომობილების ინსპექტირების ვადებსა და მათ დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადარჩევის შედეგად, ავტომობილი, რომელიც მოხვდება ჭკვიანი კამერის ობიექტივში, გადამოწმდება და ამის მიხედვით გაეგზავნებათ დაჯარიმება. თუმცა, იყო დაახლოებით, 1%, რომელთაც ჯარიმა არასწორად გამოეწერათ. შს სამინისტროში სპეციალური სამსახური მოქმედებს და ასეთი ჯარიმების დროს მძღოლებმა ამ სამსახურს უნდა მიმართონ და ასეთი ჯარიმა გაუუქმდებათ,“ - განაცხადა იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა და მხოლოდ 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

No comments:

Post a Comment