Thursday, January 24, 2019

ბაკურიანსა და ბორჯომში საზკვების 33 ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ზამთრის კურორტებზე - დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 57 ობიექტში, აქედან 33 დაჯარიმდა სხვადასხვა დარღვევისათვის (ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა), ხოლო 7 შემთხვევაში გამოვლინდა შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას.
 
საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება სამზარეულოს სანიტარიულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება. 
 
„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მომხმარებლის, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების ინტერესების დაცვა პოპულარულ ზამთრის კურორტებზე. ამ მიზნით, უკვე მეორე წელია როტაციის პრინციპით ტარდება შემოწმების პროცესი და მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება. უნდა აღინიშნოს, რომ, კონტროლის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორებს აძლევენ რეკომენდაციებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა აუცილებელი სტანდარტი, რაც საბოლოოდ მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას გულისხმობს“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment