Wednesday, February 6, 2019

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება - რა ვალდებულებები ექნებათ მძღოლებს და აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას

ტაქ­სე­ბის თეთ­რად გა­და­ღებ­ვა 1-ელი მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ხმა­ლა­ძემ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კომ­პა­ნია „ალმა“.
თავ­და­პირ­ვე­ლად აუქ­ცი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ის­თვის ამ უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­რი­ამ იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯი ოჯა­ხებს არ და­კის­რე­ბო­და.
"რო­გორც ვიცი, კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა­ზე იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ფორ­მე­ბუ­ლია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ვა­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცია, რად­გან პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა რე­ფორ­მას ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თქვენ იცით, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და შევ­ჯერ­დით, რომ 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის ფერი არის გან­სა­ზღვრუ­ლი - თეთ­რი და ეს გარ­კვე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი რომ არ და­აწ­ვეს ტაქ­სის მძღო­ლებს, ვი­საც ლი­ცენ­ზია ექ­ნე­ბა და ვისი ავ­ტო­მო­ბი­ლიც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას გა­ივ­ლის, ამ ადა­მი­ა­ნებს რომ არ და­აწ­ვეს გა­და­ღებ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აი­ღებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.
თა­ვის მხრივ, ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნია "ალმა", რო­მელ­მაც აუქ­ცი­ონ­ში გა­ი­მარ­ჯვა, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლებს მან­ქა­ნებს რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­და­უ­ღე­ბავს.
"ერთი კვი­რის წინ დას­რულ­და კონ­კურ­სი, გვყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს 1-ელი მარ­ტი­დან ორი სა­ხის ვა­უ­ჩე­რის გა­ცე­მას ტაქ­სის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლებ­ზე: ერ­თია - თეთრ ფერ­ზე გა­და­ღებ­ვის ვა­უ­ჩე­რი და მე­ო­რე იქ­ნე­ბა ტაქ­სე­ბის ინ­ტე­რი­ე­რის წმენ­დის ვა­უ­ჩე­რი. ჩვენ შევ­ქმე­ნით საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი და კარ­გი კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კომ­პა­ნია ამის სა­ნაც­ვლოდ თან­ხებს არ მო­ი­თხოვს ტაქ­სის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლე­ბის­გან, ის მათ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გა­ნა­თავ­სებს რეკ­ლა­მას ორი წლის ვა­დით და ამის სა­ნაც­ვლოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­ღებ­ვას. ამ შე­ღებ­ვის და ინ­ტე­რი­ე­რის წმენ­დის ვა­უ­ჩე­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ იმ ტაქ­სის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლებს, რომ­ლებ­მაც 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მი­ი­ღეს მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის ნე­ბარ­თვა. ჩვენ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ა­საც და­ვი­წყებთ ამ დღე­ებ­ში, თუ რო­გორ უნდა ისარ­გებ­ლონ ამ ვა­უ­ჩე­რე­ბით და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, რომ ვა­უ­ჩე­რით სარ­გებ­ლო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ მხო­ლოდ იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლებს, რომ­ლებ­საც გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონ­კურ­სი მი­ვა­ბით თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი მეტ­როს და ავ­ტო­ბუ­სე­ბის რეკ­ლა­მე­ბის აუქ­ცი­ონს. შედ­გა ეფექ­ტუ­რი ვაჭ­რო­ბა, 11 მი­ლი­ო­ნი­დან და­ი­წყო და 14 მი­ლი­ონ ლარს ას­ცდა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კომ­პა­ნია "ალმა", ეს არის საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კომ­პა­ნია და მზად არის 1-ელი მარ­ტი­დან გას­ცეს ვა­უ­ჩე­რე­ბი რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment