Thursday, February 7, 2019

რუსეთის პროკურატურა თბილისისგან რუსი ჰაკერის ექსტრადირებას ითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოდან თბილისში დაკავებული იაროსლან სუმბაევის ექსტრადირებას ითხოვს. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა წერს.
სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც ტუროპერატორებს სერიოზული მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს პოდპოლკოვნიკი ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს კავშირში.
BBC-ის ინფორმაციით, სუმბაევი საქართველოში 5 ნოემბერს ცეცხლსასროლო იარაღის უკანონო შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ახლა ის თბილისის მე-8 საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.
რუსული მხარე ვარაუდობს, რომ დაკავებულის ექსტრადიცია აპრილისთვის განხორციელდება. თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment