Wednesday, February 6, 2019

თეირანში ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თეირანში მცირე ზომის ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თეირანში ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ბიზნესმენის აკაკი ხოშტარიას მიერ XX საუკუნეში აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს.
მარმარილოს ქვის არქიტექტურული ნაგებობა კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ ამჟამად რთულ მდგომარეობაშია და სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს. ანაზომებისა და ფოტო მასალის მიხედვით სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.
ფიზიკური სამუშაოები წელსვე დაიწყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს.
თეირანში დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე 1924 წელს აგებული სამლოცველო და აკლდამა საზოგადო მოღვაწემ და ნავთობ მაგნატმა აკაკი ხოშტარიამ მისი გარდაცვლილი მეუღლის მინადორა თურქია-ხოშტარიას ხსოვნას მიუძღვნა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment