Saturday, February 9, 2019

3D პრინტერით დაბეჭდილი რაკეტის ძრავის ფოტო გავრცელდა


Blue Origin-ის ან SpaceX-ის კოსმოსში გაშვებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ბრიტანული სტარტაპი Orbex-ი საკმარისად დარწმუნებულია, რომ თავისი რაკეტის მეორე ფაზის შესახებ გვამცნოს. ამის შესახებ Engadget-ი წერს
ბრიტანული სტარტაპი (Orbex) ირწმუნება, რომ ძრავის პროტოტიპის ჯავშნის შიგნით „მსოფლიოში ყველაზე დიდი“ 3D პრინტერით დაბეჭდილი რაკეტის ძრავია. არ ახასიათებს გადახურება. მის ასამუშავებლად ბიოპროპანი არის საჭირო. 
თავად რაკეტა ნახშირბადის ბოჭკოებისა და ალუმინის ნარევისგან შედგება, რომელიც თავისმხრივ 30%-ით მსუბუქია, ვიდრე ამ კატეგორიის ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. 
Orbex-ი გეგმავს პირველი ფრენა შოტლანდიიდან 2021 წელს განახორციელოს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment