Saturday, February 9, 2019

ყურადღება! რატომ მოგივიდათ გაზის გაზრდილი გადასახადი იანვარში?

ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გაზ­რდი­ლი სა­ფა­სუ­რის გამო ჩი­ვი­ან. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ იან­ვარ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დი და­ე­რი­ცხათ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აღ­ნი­შულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნია "სო­კა­რი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ტა­რი­ფის ზრდა ერთი მხრივ ზამ­თრის სე­ზო­ნის დად­გო­მას და მე­ო­რეს მხრივ, იან­ვარ­ში დღე­სას­წა­უ­ლე­ბის სიმ­რავ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა
"კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად ცნო­ბი­ლია, რომ გარე ტემ­პე­რა­ტუ­რის თუნ­დაც 1 გრა­დუ­სით და­წე­ვა გა­ზის ხარ­ჯის 3-4%-ით ზრდას იწ­ვევს. თუ თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­მათ­ბო­ბე­ლი გარ­კვე­ულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეა და­ყე­ნე­ბუ­ლი, თქვე­ნი და­ნად­გა­რი შე­სა­ბა­მი­სი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს, მაგ­რამ რო­გორც კი გა­რეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ი­წევს, იმის­თვის რომ თქვენს სახ­ლში სა­სურ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ნარ­ჩუნ­დეს, და­ნად­გარს უწევს მეტი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბა, რაც შე­სა­ბა­მი­სად ზრდის გა­ზის მოხ­მა­რე­ბა/ხარჯს.
აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბაც - რაც უფრო და­ბა­ლია შე­მო­მა­ვა­ლი წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, მით მეტი ენერ­გი­აა (მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ბუ­ნებ­რი­ვი გაზი) სა­ჭი­რო მის გა­სათ­ბო­ბად. ამას­თან, იან­ვა­რი დატ­ვირ­თუ­ლია დღე­სას­წა­უ­ლე­ბით. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ზის მოხ­მა­რე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა.
ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ თქვენ კვლავ არ ეთან­ხმე­ბით იან­ვარ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­რი­ცხვას, შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზს ნო­მერ­ზე 16 114 '
ambebi.ge

No comments:

Post a Comment