Wednesday, February 6, 2019

რუსეთში იეჰოვას მოწმეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში იეჰოვას მოწმე გაასამართლეს. დანიის მოქალაქეს, დენის კრისტენსენს ჟილეზნოდოროჟნის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი ბიურო წერს.
მოსამართლის განმარტებით, განსასჯელმა „სულიერი ლიდერის“ ავტორიტეტი გამოიყენა და ორგანიზაციის მუშაობას უზრუნველყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში „იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობა კანონით არის აკრძალული.
2016 წელს ორლოვის სასამართლომ „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment