Wednesday, February 6, 2019

ნორვეგია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბრიტანულ უნივერსიტეტებში არ ჩააბარონ

ნორვეგიის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ურჩევს, Brexit-ის პირობებში დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ჩაბარებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. 
ნორვეგიის განათლების მინისტრმა ისელინ ნიბომ სახელმწიფო მაუწყებელ NRK-ში გამოსვლისას განაცხადა: "Brexit-ის გამო ძალიან ბევრი გაურკვევლობაა. თუ თქვენ სტუდენტი ხართ და მომავალ შემოდგომაზე სასწავლებლად ნორვეგიიდან წასვლას გეგმავთ, მე გირჩევთ სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებს გადახედოთ, დიდი ბრიტანეთის გარდა."
გასულ კვირას ევროკომისიამ მიიღო ზომები, რათა საერთაშორისო პროგრამა Erasmus-ი Brexit-ის შემთხვევაშიც შენარჩუნდეს. ეს სასწავლო გაცვლითი პროგრამა დიდი ბრიტანეთის გარდა 27 ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment