Saturday, February 9, 2019

სიმეონე:„„რეალი“ დერბის ძალიან დაღლილი ხვდება“

დიეგო სიმეონემ მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ მეტოქეზე საინტერესო კომენტარი გააკეთა...

„„ელ კლასიკოს“ შემდეგ, მადრიდის „რეალს“ არც ისე ცუდი ხასიათი ექნება, რადგან „ნოუ კამპზე“ დაფიქსირებული შედეგი სათასო შეხვედრაში მისაღები იყო.“

„მე ვთვლი, რომ „რეალის“ დამარცხება ახლა ყველაზე ადვილია, რადგან ამ გუნდმა კატალონიაში უდიდესი ენერგია დახარჯა. თუ ჩვენ სწრაფ ფეხბურთს ვითამაშებთ, სოლარის გუნდი ადრე თუ გვიან დაიღლება და ეს გარემოება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“

„დერბის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეგვიძლია „რეალთან“ 5 ქულიანი სხვაობა შევადგინოთ და ასევე შეგვიძლია, რომ წავაგოთ და სოლარის გუნდს მეორე ადგილისკენ გავუხსნათ გზა.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment