Wednesday, February 6, 2019

გენპროკურორი შალვა თადუმაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას, ზაზა სარალიძესა და გენპროკურორს, შალვა თადუმაძეს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სარალიძის  უფლებადამცველი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშაბათს ზაზა სარალიძეს საქმის ზედამხედველი პროკურორები შეხვდებიან და მას ყველა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ექნება. შეხვედრას გენპროკურორი შალვა თადუმაძეც დაესწრება.
მანამდე პროკურატურის ეზოში ინციდენტი მოხდა. სარალიძე თადუმაძესთან შეხვედრას რამდენიმე საათი ითხოვდა, ბოლოს კი შენობაში შეჭრაც სცადა. როდესაც ზაზა სარალიძეს პროკურატურის ტერიტორიას ატოვებინებდნენ, მან პროტესტის ნიშნად თავი დაიზიანა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment