Wednesday, February 6, 2019

Google-ის ბრაუზერის ახალი ფუნქცია პირადი მონაცემების გაჟონვისგან დაგიცავთ

Google-მა Chrome-ის ბრაუზერისთვის ახალი პროგრამული დანამატი აამოქმედა, რომელიც მეტსახელისა და პაროლის არასასურველი გამოყენებისთვის მომხმარებელს გააფრთხილებს. ამის შესახებ VentureBeat-ი წერს
ირკვევა, რომ პროგრამული დანამატის Google-ის ბრაუზერზე მომართვის შემთხვევაში ე.წ. Password Checkup-ი შეტობინებას მაშინ გამოგიგზავნით, თუ თქვენი მეტსახელი და პაროლი პრაქტიკულ მონაცემებზე დაყრდნობით (არქივის გათვალისწინებით) სუსტი აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში სისტემა მის გამოცვლას მოგთხოვთ. 
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ბლოგში ვკითხულობთ, სიახლის ამოქმედების მიზანი მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის თავიდან არიდებაა. ეს ყველაფერი კი ერთვარი პრევენციის მიზნით არის განპირობებული. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment