Wednesday, February 6, 2019

კომაროვის სკოლას ახალი შენობა დიდ დიღომში დაემატება

ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლას ახალი შენობა დიდ დიღომში დაემატება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდება და რომლის აქტიური მშენებლობაც მარტში დაიწყება, ეს არის მომავალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. ეს არის 15 ჰექტარზე განთავსებული მომავალი ქალაქი. ასევე გაფართოვდება კომაროვის სკოლა. კომაროვი არის ქართული განათლების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, როგორც კომაროვს, ასევე სხვა ასეთ წარმატებულ სკოლებს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ სწორედ დიდ დიღომში იქნება წარმოდგენილი კომაროვის ახალი სკოლა. ანუ დარჩება ძველი კომაროვის სკოლაც და დაემატება ახალი. შესაბამისად, გაცილებით მეტ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი დონის განათლება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment