ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, CO-თი გარდაცვლილი ძმების, ჯონდო და ვახტანგ ყაზიშვილების საცხოვრებელი კოტეჯი გაქურდეს.
გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მდებარე კოტეჯში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სავარაუდოდ მაშინ შეაღწიეს, როცა ოჯახის ყველა წევრი და ახლობლები სასაფლაოზე, გარდაცვლილების დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. ქურდობისას წაღებულია თანხა.
ყაზიშვილების ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევიდანაა დევნილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ambebi.ge

No comments:
Post a Comment