Monday, July 1, 2019

ნუ დამტირით ხალხო! თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი!" - რას წერს მაკო გო­მურ­ი "ფეისბუქზე

19 წლის სტუ­დენ­ტი, მაკო გო­მურ­ი, რო­მელ­მაც 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას, თვა­ლი და­კარ­გა, მის­თვის თვა­ლის გა­და­ნერგვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა და იმ პრო­ცე­დუ­რებს აღ­წერს, რომ­ლის გავ­ლაც მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მო­უ­წევს:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"მე­გობ­რე­ბო, სამ­კურ­ნა­ლოდ აქ წა­მოს­ვლა არ ნიშ­ნავს იმას, რომ თვა­ლა­ხე­ლი­ლი ჩა­მო­ვალ ან კი­დევ უფრო სი­სუ­ლე­ლე, თვალს გა­და­ვი­ნერ­გავ. სრო­ლის შემ­დეგ, ჩემს თვალ­ში არა­ფე­რი არ დარ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!გუგა, ბა­დუ­რა, სკლე­რა, პიგმენ­ტი - არა­ფე­რი არაა დარ­ჩე­ნი­ლი, გარ­და კუნ­თე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც თუ იმუ­შა­ვა, ჩა­ვის­ვამ ხე­ლოვ­ნურ თვალს, რო­მელ­საც იგი­ვე ფე­ნო­ტი­პი ექ­ნე­ბა, რაც მე­ო­რე თვალს და იმ კუნ­თე­ბის დახ­მა­რე­ბით შევ­ძლებ ვა­მოძ­რა­ვო. გა­დარ­ჩა ასე­ვე ქვე­და ქუ­თუ­თო და ასე­ვე "აა­წყვეს" ზედა ქუ­თუ­თოც, რომ­ლის უჯრე­დე­ბი ან გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას ან არა (და­ი­ხო­ცე­ბი­ან); გე­ფი­ცე­ბით, თქვენ­ზე მე­ტად მე მინ­დო­და მხედ­ვე­ლო­ბა არ და­მე­კარ­გა, მაგ­რამ დავ­კარ­გე; ნუ დამ­ტი­რით ხალ­ხო; სა­ფეთ­ქელს 2 სან­ტი­მეტ­რი­თაა აცი­ლე­ბუ­ლი ტყვია, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად წა­სუ­ლი­ყო, მარა გა­დავ­რჩი (თუ ამას გა­დარ­ჩე­ნა ქვია) და დავ­კარ­გე მხო­ლოდ თვა­ლი. ვაზ­როვ­ნებ, დავ­დი­ვარ, ვლა­პა­რა­კობ - ხო საკ­მა­რი­სია არა ბევ­რი რა­მის­თვის?

🙏 საქართველოს საპატრიარქო

სამ­შა­ბათს მაქვს კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია აქ, უნდა ჩას­ვან გამ­ყო­ფი ლინ­ზა, (აქ ჯამს ამ­ბო­ბენ დე­ბი­ლე­ბი) რომ ზედა ქუ­თუ­თო არ შე­ა­ხორ­ცდეს შიდა ნა­წილს; (სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ისე­დაც გა­კეთ­დე­ბო­და) უბ­რა­ლოდ აქ გავ­დი­ვარ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, სწო­რად მი­დის თუ არა მკურ­ნა­ლო­ბა. 4 კვი­რი­დან 6 კვი­რა (ან შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც) სჭირ­დე­ბა თვალს, რომ აღ­დგეს, და­იბ­რუ­ნოს ფორ­მა, შე­ხორ­ცდეს ჭრი­ლი­ბე­ბი, შემ­დეგ ვი­ფიქ­რებთ ხე­ლოვ­ნურ თვალ­ზე; მაგ­რამ თვა­ლის გა­და­ნერგვა ჩემი ნა­ხე­ვარ­თვა­ლას­თვის ამ ეტაპ­ზე არის შე­უძ­ლე­ბე­ლი! ერთ თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა არის და­კარ­გუ­ლი და არ აღ­დგე­ბა!!! კი­ბა­ტო­ნო, სა­ხელ­მწი­ფო მა­ფი­ნან­სებს. ზო­გა­დად სამ­სა­ხურ­ში რა­მეს რომ ვა­ფუ­ჭებ­დი, მე ვცდი­ლობ­დი იმის გა­მოს­წო­რე­ბას, ბი­ქაზ ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო და მად­ლო­ბა­საც არა­ვის­გან ვე­ლო­დი".
.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment