Monday, July 1, 2019

ხონში მცხოვრები ლიპარიშვილების ოჯახი 10 წლის გოგოს ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს

ხონში მცხოვრები ლიპარიშვილების ოჯახი 10 წლის გოგოს ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს. მათი თქმით, 29 ივნისს ღამით სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა პოლიციასთან ერთად მათი საცხოვრებელი სახლიდან არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით წაიყვანეს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანის წაყვანის დროს ადვოკატი და ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ლიპარიშვილები ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მამა მოძალადედ ცნეს და ბავშვისგან გარიდება დაავალეს, უკანონოა. მათივე განმარტებით, დავა შვიდი წელია მიმდინარეობს და გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. 
ოჯახს თქმით, ისინი არ აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეწინაღმდეგონ, თუმცა კატეგორიულად მოითხოვენ ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენას და მის პირადად ნახვას. როგორც ბავშვის ბებია Imedinews-თან აცხადებს, არასრულწლოვანს დედასთან ცხოვრება არ სურდა და ახლა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იქნება. მისივე თქმით, ბავშვმა წერილიც დატოვა, რომელშიც წერს რომ დედასთან ცხოვრება არ სურს. ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2019 წლის 28 ივნისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის მამა მოძალადედ ცნეს. სასამართლომ მამას ბავშვთან ყველა სახის კომუნიკაცია აუკრძალა და მიუთითა, რომ 10 წლის გოგო გარიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადე მამის საცხოვრებელი ადგილიდან. 29 ივნისს, იმერეთის სამხარეო და ხონის პოლიციის თანამშრომლები, სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან, ბავშვის კანონიერ წარმომადგენლეთან (დედასთან) და მის ადვოკატთან ერთად მივიდნენ ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, სადაც პოლიციამ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება დამცავ ორდერზე და მამისგან ბავშვი გადაიყვანა დედასთან სახლში.
შსს-ის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მამის შეტყობინების საფუძველზე, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან , მისმა ყოფილმა მეუღლემ და ადვოკატმა მისი შვილი ძალადობის გამოყენები წაიყვანა, ხონის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმას ,,ა’’ ქვეპუნქტით დაიწყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment