Saturday, May 6, 2017

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის ბანკები 1000 ლარით დაჯარიმდებიან

ეროვნული ბანკის მიერ, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის, ბანკი 1 000 ლარით დაჯარიმდება.

თუ დღემდე მოქმედი რეგულაციებით, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების მიერ მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრა ხელშეკრულების თავსართში მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იყო სავალდებულო და შეეხებოდა მხოლოდ 300-დან 50 000 ლარამდე საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებს, ახალი ვერსიით, წესის ამოქმედების დღიდან, ეს ვალდებულება იურიდიულ პირებზეც გავრცელდება და ზედა ზღვარი უკვე 200 000 ლარამდე გაიზრდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით შემუშავდა სარეკლამო მასალების მომზადების და მომხმარებლისთვის მისი შეთავაზების წესები. საფინანსო ორგანიზაცია უკვე ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის პირობების, განსაკუთრებით კი ფასზე ინფორმაციის, მაქსიმალური გამჭვირვალობა.

ხელშეკრულების შინაარსი რომ უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს, დადგინდა შრიფტის მინიმალური ზომა (თავსართისთვის - 12 და ხელშეკრულების ძირითადი პირობებისთვის - 10).  ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მომხმარებლის მოთხოვნისთანავე და გარკვეული პერიოდულობით უფასოდ მიაწოდონ ამონაწერი და ხელშეკრულების ასლები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment