Friday, May 5, 2017

ჯეჯელავამ 5 სკოლის დირექტორი საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო გაათავისუფლა

მინისტრის გადაწყვეტილებით, 5 სკოლის დირექტორი, საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერალს“ განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

კონკრეტულად რომელი სკოლების დირექტორები გათავისუფლდნენ, სამინისტროში „ლიბერალს“ ვერ უთხრეს.

„მინისტრი დადის სკოლებში გაუფრთხილებლად და სადაც დახვდა მოუწესრიგებელი მდგომარეობა, სადაც იდგა სუნი და სისუფთავის პრობლემა იყო, იმ სკოლის დირექტორები გათავისუფლდნენ.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნატა ასათიანმა.
liberali.ge

No comments:

Post a Comment