Thursday, May 4, 2017

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალში რუსი მოჭიდავე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

61 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ქართველმა ფალავანმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ დაპირისპირებაში, ქართველმა მოჭიდავემ, რუს ახმედ ჩაკაევს სძლია და კონტინენტის საუკეთესო მოჭიდავის ტიტულს კიდევ ერთხელ დაეუფლა. 
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ევროპირველობაზე ოქროს მედალი გასულ წელსაც მოიპოვა, თუმცა, მაშინ ქართველი სხვა წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
აღიშნული ოქრო, საქართველოს ნაკრებისთვის პირველია. რაც შეეხება ბრინჯაოს, ორი მედალი, ეროვნულ გუნდს, გუშინ, ზურაბ იაკობიშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანეს.
ipress.ge

No comments:

Post a Comment