სექტემბრიდან პროფესიული სასწავლებლების პროგრამას, ზოგადი განათლების კომპონენტი დაემატება. საწყის ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში წარიმართება. სამინისტრო ამ ღონისძიებით პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურებს შორის არსებული დაბრკოლების გაუქმებას აპირებს. გარდა ამისა, დაგეგმილია მექანიზმის შექმნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს.
წლებია, პროფესიულ განათლების სისტემას სტუდენტები საგანმანათლებლო ჩიხში შეჰყავს. მეცხრე კლასის შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში წასულ ახალგაზრდას უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა აღარ აქვს. დღეს მოქმედი რეგულაციებით, თუ ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ცხრა კლასის განათლება და ასევე დამთავრებული აქვს პროფესიული სასწავლებელი და უამღლესში ჩაბარებას გადაწყვეტს, სკოლას უნდა დაუბრუნდეს ან უნდა ჩააბაროს ექსტერნი გამოცდები, ამის შემდეგ ე.წ კატის გამოცდები და კიდევ ეროვნული გამოცდები. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულს აღნიშნული ბარიერები აღარ ექნება.
„ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა არ უნდა იყოს ბარიერი, არამედ ეს უნდა იყოს ძალიან რბილი და მოქნილი სისტემა. მაგალითისთვის მოვიყვან პროფესულ განათლებას, ჩვენ ვიცით რომ ცხრა კლასის დასრულების შედეგ, ბავშვს აქვს უფლება წავიდეს პროფესიულ სასწავლებელში. პროფესიულ განათლებას რომ მიიღებს და ვთქვათ მას მოუნდა უმაღლესი განათლების მიღება, ის ან უნდა დაბრუნდეს სკოლაში და დაჯდეს 10-11-12 კლასში, ან ეს სამივე კლასი ექსტერნის გამოცდით უნდა ჩააბაროს. შემდეგ უნდა გავიდეს ე.წ კატის გამოცდებზე და ჩააბაროს კიდევ რვა საგანი. ამის მერე სასწრაფოდ უნდა გადაინაცვლოს ეროვნულ გამოცდებზე. ანუ ადამიანს, რომელსაც გაუჩნდა სურვილი უმაღლესი განათლების მიღების, ჩვენ ენ რადენობით გამოცდებს ვაბარებინებთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის მხოლოდ სტრესის მომტანი და არ არის გამზომველი რაღაც კომპეტენციების.
„რითაც შემიძლია დაგამშვიდოთ ისაა, რომ პროფსიულ განათლებაში ჩვენ უკვე მოვახდინეთ ზოგადი გათლების ინტეგრირება. ანუ ბავშვი, რომლიც მე-9-ე კლასიდან გადადის პროფესიულ საწავლებელში, მის პროგრმაში ინტეგრირებული იქნება პროფესიული განათლების კომპონენტი და ასევე ზოგადი განათლების კომპონენეტი. ის უკვე პროფესიულ სასწავლებელში აიღებს ორივე დიპლომს და აღარ მოუწევს მიბრუნება სკოლაში. ვფიქრობ ეს არის გამოსავალი ჩიხიდან, ამ საკითხზე ძალიან სერიოზულად ვმუშობთ, სექტემბრიდან პილოტირებას ვიწყებთ და ვფიქობთ გაამრთლებს,“- თქვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე საუბრობდნენ.
განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარატმენტის, სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსის ვალერიან გობრონიძის თქმით, მუშაობა იმ საკითხზეც მიმდინარეობს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს.
„რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ყველამ კარგად იცის რა ჩიხი არსებობს პროფესიულ განათლებასა და უმაღლეს განათლებას შორის. პრაქტიკულად მზადაა კანონის ახალი რედაქცია, რომელშიც ეს ხარვეზი გათვალისწინებულია. სკოლებში იქნება პროფესიული პროგრამები და პირიქით, თუკი მოსწავლე პროფესიულ სასწავლებელში მიდის, მას არ უნდა შეექმნას პრობლემა. გარდა ამისა, იქმნება მექანიზმები, როდესაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში მიღებული კრედიტების აღიარების შესაძლებლობა გაჩნდება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგამებში, ეს მომენტი მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების თანაცხოვრებისთვის,“ – განმარტა ვალერიან გობრონიძემ.
edu.aris.ge
გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის: განათლების სახლი
No comments:
Post a Comment