Wednesday, March 14, 2018

წყალტუბოში სასტუმროს მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ყოფილი "სანატორიუმი ივერია" 500 000 ლარად გაასხვისა.  სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში შპს "ივერია პალასს" საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, უძრავ ქონებაზე კომპანია სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციას ჩადებს და 60 ადამიანის დაასაქმებას.
წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ ტერიტორიაზე 130 ნომერის მქონე სასტუმრო აშენდება, რომელშიც განთავსდება საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი და მინიმუმ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment