Wednesday, March 14, 2018

ადიგენის ექვს სოფელში 64 ათასი ლარის პროექტები ვერ დასრულდა


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული პროექტების დათვალიერებისას გამოავლინა, რომ ექვს სოფელში: ნაქურდევი, მლაშე, ციხისუბანი, ნამინაური, პატარა ზანავი და არზნე, მოწყობილი სარიტუალო სახლები დაუსრულებელია. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.
“მიზეზი ისაა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე არ დგებოდა ერთიანი პროექტი და მშენებლობა წლების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. სახლების მშენებლობასა და მოწყობაზე გაწეულია 64 ათასი ლარის ხარჯი, თუმცა, აღნიშნული პროექტებით მოსახლეობა ვერ სარგებლობს”, – ვკითულობთ აუდიტის დასკვნაში.
გარდა ამისა, 2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დარცელსა და ღორთუბანში მოსახლეობის თავშეყრის ოთახისა და სარწყავი წყლის სისტემის მოსაწყობად, 11 ათას ლარად შეძენილია სამშენებლო მასალები, მათ შორის, წყლის მილები, თუმცა, აღნიშნული მასალები გამოყენებული არ არის.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment