Monday, March 12, 2018

მოგერინი მოუწოდებს უკრაინას, გააძლიეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერი, ფედერიკა მოგერინი, მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ გააორმაგოს მუშობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მოგერინი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრება უკრაინას. ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ლიდერს სურს უკრაინის ხელისულფების პირველი პირებისაგან მიიღოს ინფორმაცია უკრაინაში რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე.
ფედერიკა მოგერინი კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და პრემიერმინისტრ ვლოდიმირ გროისმანს. განსახილველ საკითხთა შორისაა ვითარება დონბასში, სადაც სამთავრობო ჯარებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მეოთხე წელია მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც 10 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment