Monday, March 12, 2018

ტრამპი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკება კიმ ჩენ ინთან კოლოსალურ წარმატებას მოიტანს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან კოლოსალურ წარმატებას მოიტანს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
"ვფიქრობ ჩრდილოეთ კორეა სწორად იქცევა, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ კოლოსალურ წარმატებას, რადგან ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ამასთანავე  თეთრი სახლის ლიდერი იმედოვნებს, რომ კიმ ჩენ ინთან დაანონსებულ შეხვედრამდეჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკურ რაკეტას აღარ გამოცდიან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twiter-ზე დაწერა
"ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ გამოუცდია და მათ პირობა დადეს, რომ ჩვენ შეხვედრამდე ასე იქნება. მჯერა, რომ ისინი თავიანთ პირობას პატივს სცემენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.  
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა, მაისის ბოლოს გაიმართება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონის განმარტებით, შეხვედრის ადგილისა და ზუსტი თარიღის შერჩევის ორგანიზებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment