სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა ღაზის სექტორში მომხდარი აფეთქების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე პალესტინის პრემიერმინისტრის რამი ჰამდალას და ღაზის სექტორში დაზვერვის უფროსის მაჯიდ ფარაჯის კორტეჟი იყო. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "ჰამასმა" აიღო.
თებერვალში პალესტინელი მეომრები ისრაელის თავდაცვის მინისტრისა და მისი კორტეჟის აფეთქებას გეგმავდნენ. თუმცა, ისრაელის ძალებმა ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხეს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment