Tuesday, March 13, 2018

პრემიერი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდება

პრემიერმინისტრი გიორგი  კვირიკაშვილი ქართული ოცნების სათაო ოფისში ურმავლესობის წევრებს შეხვდება. შეხვედრის თემა სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტია. 
შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო გაიმართება, რომელზეც ვანისა და ხონის მაჟორიტარ კანდიდატზე იმსჯელებენ და დღის ბოლოს დაასახელებენ. 
12 მარტს რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. 
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუცია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment