Wednesday, March 14, 2018

იციკ მოშე: სითი პარკის საქმეს საქართველოსა და ისრაელში არასასიამოვნო ეფექტი ექნება


სითი პარკთან დაკავშირებული ვითარებას, გადამავალ ეტაპზე საქართველოშიც და ისრაელშიც არასამოვნო ეფექტი ექნება - ამის შესახებ imedinews-ს ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განუცხადა.
"სითი პარკი" საქართველოში არ შემოსულა ისრაელის ბიზნესპალატის გზით, სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცნობთ კონტრაქტის დეტალებს. ბუნებრივია, რომ ვითარების გარკვევის პროცესში, გარდამავალ ეტაპზე, ამას არასასიამოვნო ეფექტები ექნება ისრაელშიც და საქართველოში. ჩვენ გვაქვს 20 წლის გამოცდილება ასეთ საკითხებში და თითქმის 90%-ის შემთხვევაში ეს არის გაურკვევლობა სხვადასხვა ბიზნესკულტურის გამო. ზოგჯერ რაც წერია კონტრაქტში მხარეებს სხვადასხვაგვარად ესმით", - აცხადებს იციკ მოშე.
ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელი მზად არის მიმართვის შემთხვევაში ჩაერთოს პროცესში.
"მანამდე შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის მერია ყველა დროში მხარს უჭერდა ისრაელის კომპანიებს", - აღნიშნავს მოშე.
კომპანია "სითი პარკმა" დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის
კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment