Monday, March 12, 2018

Instagram-იდან და Snapchat-იდან გიფები გაქრა


გიფების ყველაზე პოპულარულ სერვისზე GIPHY პირველად გამოჩნდა "სთორის" ფუნქცია Instagram-ზე, რამდენიმე თვეში კი ის Snapchat-მა დააკოპირა. გიფები "ისტორიებში" მუშაობდა: მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელი იყო გიფის არჩევა. დღეს კი Instagram-მა და Snapchat-მა მასზე მთლიანად თქვა უარი. საქმე ისაა, რომ თუ სოცქსელში საძიებო ველში შევიყვანთ სიტყვას "crime" GIPHY შემოგთავაზებთ გიფს შეურაცხმყოფელი სიტყვით "nigger". Instagram-მა და Snapchat-მა გიფი მალევე წაშალეს, თუმცა სოცქსელებში სქრინშოთები უკვე გავრცელდა. 
TechCrunch-ის ცნობით,  Snapchat-ი და Instagram-ი GIPHY-სთან აღარ თანამშრომლობს.
GIPHY-ში აცხადებენ, რომ მსგავსი კონტენტი სერვისზე არ უნდა გამოჩენილიყო, ხოლო რასისტული შეცდომა  Snapchat-სა და Instagram-ის სტიკერების მოდერაციის ბრალია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment