Monday, March 12, 2018

14 მარტს იან კელი საქართველოს მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებს

33-წლიანი შთამბეჭდავი მსახურების შემდეგ ელჩი კელი დიპლომატიურ კარიერას ასრულებს. გამომშვიდობებისას ელჩი Facebook ლაივჩატის მეშვეობით გაგიზიარებთ მოსაზრებებს და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს,"- ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
Facebook ლაივჩატი 14 მარტს, 15:00 საათზე შედგება და მსურველები ელჩ იან კელის გაესაუბრებიან.
საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი თანამდებობას მარტის ბოლოს დატოვებს. 
როგორც იან კელიმ თქვა, ის დიპლომატიაში 33-წლიან მუშაობას ასრულებს, საიდანაც ბოლო სამი წელი საქართველოში გაატარა. მისი თქმით, მარტის ბოლოს საქართველოდან ჩიკაგოში გაემგზავრება ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. როგორც კელიმ თქვა, ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებით დაკავდება. 
იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2015 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა. პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ იან კელისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ ის საქმიანობას შეუდგა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment