Sunday, November 4, 2018

საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის, ირანელს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ირანის მოქალაქე ბ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.გ-მ ირანში შეიძინა 531,3626 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება და საქართველოში შემოიტანა. 2018 წლის 7 თებერვალს, მან ნარკოტიკული საშუალება ფუთებად დააფასოვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით სხვადასხვა ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ა.ბ-ს, მ.ყ.-ს, ფ.ჰ.-ს და საკუთარ სხეულში მოათავსა, ხოლო 2018 წლის 8 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ სადახლოს მეშვეობით, ორგანიზება გაუწია ამ ნარკოტიკების შემოტანას. 
სამართალდამცველებმა ბ.გ. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 2018 წლის 9 თებერვალს, ქ.თბილისში დააკავეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment