Saturday, December 1, 2018

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩარკვიანის თქმით, მათ თავს ორი ახალგაზრდა დაესხა, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ კონფლიქტი პოლიტიკური ნიშნით დაიწყო, რადგან ახალგაზრდებმა მას ვაშაძის არჩევნებში დამარცხება მიულოცეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები,
შსს-ს ცნობით, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment