Sunday, December 2, 2018

არსებული ინფორმაციით, გამთენიისას თბილისში უკრაინის 5 მოქალაქე, მათ შორის დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო დააკავეს

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას, სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, სადაც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერს შევიდნენ. ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment