Monday, December 3, 2018

ვაშაძე: დემონსტრაციის ჩატარების უფლება გვაქვს და მერიის ნებართვაზე არ ვართ დამოკიდებულნი

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ, 16 დეკემბერს აქციის გამართვის ლოკაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დემონსტრაციის ჩატარების უფლება აქვთ და მერიის ნებართვაზე არ არიან დამოკიდებულნი.
„მერიას მიტინგის ჩატარების ნებართვის არგაცემის უფლება არ აქვს. ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის უფლება, ადგილი არ გვითქვამს, შესაბამისად, არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე და ა.შ. ჩვენ უბრალოდ ვაცნობებთ მერიას და სამართალდამცავ ორგანოებს, მეტი არაფერი. მათგან თანხმობას და ნებართვას ჩვენ არ ველოდებით“, - განაცხადა ვაშაძემ.
პოზიციამ გუშინდელ აქციაზე დააანონსა, რომ შესაძლოა, 16 დეკემბერს კვლავ გაიმართოს მათი აქცია, თუმცა ჯერ უცნობია ადგილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment