Tuesday, December 11, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთაშორის მშვიდობისა და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ა.წ. 11 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ერთაშორის მშვიდობისა და მეგობრობის გაღრმავების საქმეში სიბრძნითა და პირადი ავტორიტეტით შეტანილი წვლილისთვის გადაეცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო.
აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციის საპატიო ჯილდოს პირველი მფლობელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.
patriarchate.ge

No comments:

Post a Comment