Monday, December 10, 2018

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

აფეთქება მოხდა ქუთაისში, ახალგაზრდობისბქუჩის 86 ნომერში. ბუნებრივი აირის გაჟონცის შედეგად 75 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.
კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მეზობლების თქმით, დილის ათი საათისთვის ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.ვარაუდობენ, რიმ დილით მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც ძლიერი აფეთქება მოხდა. მათივე ინფორმაციით, კაცს დამწვრობა სახეზე აქვს მიღებული.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment