Thursday, December 13, 2018

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გრიგორი კარასინს პასუხობს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს. კარასინმა დღეს თქვა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მტრული რიტორიკის შემცირებას იმედოვნდებდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის რუსეთისგან საქართველოსადმი და ოკუპირებული ტერიტორიებისადმი მტრული რიტორიკის შეცვლას ელოდება. 
"მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აქვე დასძინა, რომ მისი მოსაზრებით გრიგორი კარასინი არ უნდა იყოს ის ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment