Wednesday, December 12, 2018

ერთხელ ჩხუბი ჯობია, მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა" - ჩხუბი პარლამენტში მელიას, ინაშვილის და პაპუაშვილის მონაწილეობით

პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სი­ტყვით დე­პუ­ტა­ტი ირმა ინაშ­ვი­ლი გა­მო­დი­ო­და, ად­გი­ლი­დან რეპ­ლი­კე­ბით მას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ნიკა მე­ლია პა­სუ­ხობ­და.
"დამ­შვიდ­დით და მი­ხე­დეთ თქვენ თავს, თქვენ და სა­ა­კაშ­ვი­ლიც ერთი და იგი­ვე ხართ. დრო მოვა, ყვე­ლა გა­სა­მარ­თლდე­ბით. თუ ვერ მშვიდ­დე­ბით შე­გიძ­ლი­ათ იმ­კურ­ნა­ლოთ, წყა­ლი და­ლი­ოთ, ჰა­ერ­ზე გახ­ვი­დეთ. თქვენ­თან არ ვა­პი­რებ მე არა­ვი­თარ დის­კუ­სი­ა­ში შე­მოს­ვლას. იმი­ტომ არ ვე­რე­ვი ამ დის­კუ­სი­ა­ში რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ტენ­ზია მაქვს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან". ხმა ჩა­იკ­მინ­დე ახლა, გა­ჩუმ­დი და იჯე­ქი მშვი­დად. ჯერ ისე­დაც კვარ­ტალ­ში ერთხელ ჩნდე­ბი პარ­ლა­მენ­ტში, წყნა­რად იჯე­ქი მანდ" - მი­მარ­თა ინაშ­ვილ­მა მე­ლი­ას, რო­მე­ლიც რეპ­ლი­კებს გა­ნაგ­რძობ­და.პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რმა გა­მოს­ვლა შე­წყვი­ტა, მი­ვარ­და მე­ლი­ას­თან და ფურ­ცლე­ბი შე­ა­ყა­რა, შემ­დეგ კი ასე მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს: "ერთხელ ჩხუ­ბი ჯო­ბია მგო­ნი და მარ­თლა უნდა და­გი­ლე­წოთ თავ-ყბა ყვე­ლას. ეს კრი­მი­ნა­ლე­ბი!".
ამის შემ­დეგ, ჩხუბ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი ჩა­ე­რია, რო­მე­ლიც ნიკა მე­ლი­ას და­ე­დევ­ნა და ზურ­გში ჩა­ე­ბღა­უ­ჭა. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტად და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო
ambebi.ge

No comments:

Post a Comment