Monday, December 10, 2018

მედია: მესი ნაკრებში დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გამოცემა L'Équipe იტყობინება
გავრცელებული ინფორმაციით, მესი არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელს, კლაუდიო ტაპიას შეხვდა. შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ლიბერტადორესის თასის ფინალი ჩატარდა. 
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ლიონელ მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ გამოსულა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment