Monday, January 14, 2019

სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვება 104%-ით გაიზარდა

ადგილობრივ ბაზარზე საჯარო შეთავაზებით გამოშვებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები, 2018 წელს წინა წელთან შედარებით 104% - ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიზეზად ეროვნული ბანკის პოლიტიკას ასახელებს. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რამაც უკვე თვალსაჩინო შედეგები მოგვცა.
"სებ - ის წამახალისებელმა მონეტარულმა პოლიტიკამ, საგადასახადო შეღავათებმა და ბიზნესის მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ძიებამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი კაპიტალის ბაზრის მიმართ. 
საგულისხმოა, რომ გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში 458 მილიონი ლარი შეადგინა (2017: 243 მილიონი ლარი) "- წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment