Tuesday, January 15, 2019

მეტროსადგურ „გოცირიძის“ განახლებაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება

გოცირიძის“ განახლებული მეტროსადგურის საპროექტო ღირებულება 2 მილიონი ლარია - წერს გამოცემა „კომერსანტი“.
თუმცა თბილისის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი გიორგი ტყემალაძე გამოცემასთან მშენებლობის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.  
თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით 2019 წელს მეტროს 15 ვაგონის სრული მოდერნიზაცია იგეგმება და12 ვაგონის შეკეთება. ვაგონების მოდერნიზაციისთვის 22 616 000 ლარია გათვალისწინებული.

imedinews.ge

No comments:

Post a Comment