Sunday, January 13, 2019

ავღანეთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ტერაქტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის პოლიციის 4 თანამშრომელიც არის. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტებმა იერიში პოლიციის საგუშაგოზე საღამოს 18:00 საათზე მიიტანეს.
თავდამსხმელებსა და ძალოვნებს შორის დაპირსიპირება ორი საათი გაგრძელდა. ორმხრივი სროლისას სამი პოლიციელი, ერთი ბავშვი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment